თბილისში, კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა
თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა. ჩვენი ინფორმაციით, ის უსინათლო იყო და სახლში იმყოფებოდა. შემთხვევა საბურთალოზე, იყალთოს ქუჩაზე მოხდა.
როგორც შსს-ში გვითხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.