“რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე, ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან“ - რუსეთის დუმის დეპუტატი
რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ისევე, როგორც ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან, - ამის შესახებ დღეს რუსეთის დუმის დეპუტატმა, დსთ-ის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო-საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.