loader

"მე ვუძ­ლებ... აი, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა! ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა..." - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე დათო ტურაშვილის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე ვუძ­ლებ... აი, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა! ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა..." - რას წერს ანდრია ჯაღმაიძე დათო ტურაშვილის შესახებ?

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე, მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ჯანმრთელობის მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ერ­თგვა­რი და­ლოც­ვის ფორ­მა შე­ი­ძი­ნა სი­ტყვებ­მა, - "გაძ­ლე­ბა მოგ­ცეს ღმერ­თმა"! ახ­ლობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი, უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სი­ტყვებს ხში­რად მე­უბ­ნე­ბი­ან. არაა იოლი გა­საძ­ლე­ბი! ვი­ცით, ვის რის ფა­სად უჯ­დე­ბა პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვის დათ­მე­ნა?!

უფ­ლის წყა­ლო­ბით, მე ვუძ­ლებ... აი, დათო ტუ­რაშ­ვი­ლი კი, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­ვდა! მინ­და, ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო მას და ასე­ვე ვი­სურ­ვო, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად და­უ­ფიქ­რდეს მის ნათ­ქვამს, რომ სი­ტყვე­ბიც შე­იძ­ლე­ბა მკვლე­ლო­ბის ია­რა­ღად იქ­ცეს!

ახლა კონ­კრე­ტულს არა­ფერს შე­ვახ­სე­ნებ ტე­ლე­ვი­ზი­ებს, რომ­ლებ­საც არა­ერ­თხელ ანა­ლო­გი­უ­რი რამ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, და მათ შო­რის ჩემ მი­მარ­თაც, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე კი, ისე­თი რე­ა­ლო­ბაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხ­ვდა, მუდ­მი­ვად რჩე­ბა და მუდ­მი­ვად შეგ­ვახ­სე­ნებს ამას.

ამ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ მინ­და ვთქვა: კარ­გია, დათო ტუ­რაშ­ვილს რომ ექო­მა­გე­ბით, მარ­თლაც და­ი­ნა­ხეთ, რომ მკვლე­ლო­ბის, სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი­სა და სხვა ცი­ლის­წა­მე­ბა­თა დაბ­რა­ლე­ბა ცუდი საქ­ცი­ე­ლია?! იმე­დი ვი­ქო­ნი­ოთ, რომ ხვა­ლი­დან ამ­გვარ უღირს საქ­ცი­ელს თა­ვა­დაც მო­ე­რი­დე­ბით? ან შენ­დო­ბას ითხოვთ უკვე ჩა­დე­ნილ­ზე? ან ამ პოსტს მშვი­დად და გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად მი­ი­ღებთ?"

შეგახსენებთ, გუშინ დათო ტურაშვილმა "ფორმულას" გადაცემაში "მე-17 სართული", რომლის ერთ-ერთი თანაწამყვანია, ბოლო დღეებში მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ემოციურად ისაუბრა, რის შემდეგაც ნერვული და სტენოკარდიული შეტევის გამო ეკლინიკაში გადაიყვანეს. ის ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს.