რა ქონებას ფლობს განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი?
ის დღემდე საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, რომელიც დეპუტატი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით გახდა.
განათლება: გიორგი ამილახვარი 1984 წლის 1-ლ იანვარს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი.
როგორც პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ვიგებთ, 1999-2000 სასწავლო წელი ამერიკაში, ტეხასის ალამოს უმაღლეს სკოლაში გაატარა, 2016 წელს კი კვლევითი სტაჟირება გაიარა გერმანიაში, კერძოდ, ჰამბურგში, მაქს-პლანკის საერთაშორისო, კერძო და შედარებითი სამართლის კვლევით ინსტიტუტში.
2004 წელს მუშაობდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონურ კომპანიაში "კლინტონ დავის პალასი - ადვოკატები", ადვოკატის თანაშემწედ;
2007-08 წლებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა;
2008-10 წლებში გახლდათ ლიეტუვური საინვესტიციო კომპანია შპს "სავერუსის“ საქართველოს ფილიალის, "სავერუს ჯორჯიას“ მთავარი იურისტი;
2010-20 წლებში იყო საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
2010-20 წლებში კი იყო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, რექტორი, ასოცირებული პროფესორი სამართალში.
ოჯახური მდგომარეობა: ახალი მინისტრი დაოჯახებულია, ჰყავს მეუღლე - ნინო წერეთელი და ორი ქალიშვილი - 15 წლის ნიცა და 9 წლის ანა-მარია.
ქონებრივი დეკლარაცია: დეკლარაცია ბოლოს დეპუტატის პოსტზე 2023 წლის 27 თებერვალს შეავსო.
ამილახვარს თბილისში აქვს ერთი ბინა, ყაზბეგის გამზირზე, რომელიც მისთვის 2006 წელს უჩუქებიათ. ამავე მისამართზე აქვს არასაცხოვრებელი ფართი, სარდაფი და მანსარდა.
მისი მეუღლის სახელზე გაფორმებულია ბინა ამაღლების ქუჩაზე, რომელიც 2011 წელს 500 000 ლარად არის შეძენილი. ამავე მისამართზე აქვს 10 000 ლარად შეძენილი დამხმარე ფართი, ასევე 15 000-ად შეძენილი ავტოფარეხი. ეს ყველაფერი მის მეუღლეზეა გაფორმებული.
გიორგი ამილახვარს ლეონიძის ქუჩაზე 2018 წელს 5000 ლარად შეუძენია დამხმარე ფართი, ასევე შინდისში 2021 წელს უყიდია 798 000 ლარად მიწის ნაკვეთი. განაგრძეთ კითხვა