loader

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში 22 წლის ქართველი მებრძოლი ვანო (ილია) ჩოხელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს ტელევიზია ავრცელებს.

"უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს. ვანო (ილია) ჩოხელი ერთხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა. შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომში იბრძოდა.

"ქიზიყიTV" თანაგრძნობას უცხადებს მამას, ზაზა ჩოხელს, პაპას - უშანგი ჩოხელს და ბებიას - ქეთევან ქიმოსტელს" - ნათქვამია დედოფლისწყაროს ტელევიზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.