ხობის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში, თენგიზ ქაჯაიას იუბილესთან დაკავშირებით, ხსოვნის საღამო გაიმართა
ხობის რაიონის ყოფილ პრეფექტს 60 წელი შეუსრულდებოდა. თენგიზ ქაჯაია 27 წლის ასაკში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გასახურდიას მიერ დაინიშნა. ის 1991 წლის 10 დეკემბერს, 28 წლის ასაკში დაიღუპა. ხობის კულტურის ცენტრის მცირე დარბაზში თენგიზ ქაჯაიას იუბილესთან დაკავშირებით ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, ეროვნული მოძრაობისა და მისი ოჯახის წევრები დაესწრნენ. მათ ქაჯაიას ღვაწლი, განვლილი ცხოვრების გზა, საქართველოს პირველ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან მისი მოღვაწეობა და ტრაგიკულად დაღუპვის ისტორია გაიხსენეს. საღამოზე თენგიზ ქაჯაიას ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეომასალის ჩვენება შედგა. ანსამბლმა ,,კოლხეთმა“ ეროვნული სიმღერები შეასრულა. ღონისძიების დასრულების შემდეგ მეგობრებმა და საზოგადოების წევრებმა პირველი პრეფექტის საფლავი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.