“ახლა ვესაუბრე დათო ტურაშვილის მეუღლეს - სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში“ - გიორგი კეკელიძე უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
გიორგი კეკელიე დათო ტურაშვილის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს:
“ახლა ვესაუბრე მაკა კეკელიძეს, დათო ტურაშვილის მეუღლეს. დათო ძლიერი ნერვული შეტევის გამო სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში.
ტურაშვილს უმძიმესი ინფარქტი აქვს გადატანილი, შეტევა კი რამ გამოიწვია, მგონი, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს.“ - წერს გიორგი კეკელიძე.
შეგახსენებთ, რომ გადაცემაში ე.წ. აგენტების კანონის ემოციური განხილვის შემდეგ დათო ტურაშვილი შეუძლოდ გახდა.