“ვილაპარაკეთ ცალკეულ პიროვნებებთნ დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო“ - გია ვოლსკი
გია ვოლსკიმ განმარტა, რა საკითხებს ეხებოდა გუშინ, ბორჯომში გამართული უმრავლესობის სხდომა და აღნიშნა, რომ სამუშაო შეხვედრაზე ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით იყო საუბარი.
„გუშინდელ შეხვედრაზე ნებისმიერ მიმდინარე თემებზე საუბარი გვქონდა. პოლიტიკური პროცესების გარდა, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად: სოციალური საკითხები - მთის კანონთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, ასევე, ცალკეულ პიროვნებებთან დაკავშირებით, განათლების მინისტრის კანდიდატზე საუბარი იყო, მე არაფერს არ ვადასტურებ სანამ ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრი განცხადებას არ გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.