loader

მძიმე კადრები ეკვადორიდან - 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შენობები მიწასთან გაასწორა, გარდაცვლილია სულ მცირე 16 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ეკვადორიდან - 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ შენობები მიწასთან გაასწორა, გარდაცვლილია სულ მცირე 16 ადამიანი

ეკვადორში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას მედია ქვეყნის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 381 ადამიანი დაშავდა.

ეკვადორის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დაშავებულები საავადმყოფოებში მკურნალობდნენ.

მიწისძვრა ასევე იგრძნობოდა პერუშიც, სადაც, მედიის ცნობით, ერთი ადამიანი გარდაიცვალა.