loader

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყირიმის შემდეგ, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყირიმის შემდეგ, ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლს ეწვია. ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია აქვეყნებს, რომელიც აღნიშნულს „სამუშაო ვიზიტს“ უწოდებს.

კრემლზე დაყრდნობით, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასი“ წერს, რომ პუტინი მარიუპოლში ვერტმფრენით ჩავიდა, ის ქალაქის რამდენიმე რაიონს ეწვია, სადაც ჩერდებოდა და ადგილობრივებს ესაუბრებოდა.

შეგახსენებთ, კრემლის ლიდერი ოკუპირებული ყირიმშიც ჩავიდა.