"ვერავინ მიეკარა, მხოლოდ დედა მივარდა, გულში იკრავდა თავის ცივ შვილს" - ყველა დეტალი, რომელიც 12 წლის გოგონას გარადაცვალებაზეა ცნობილი
მაკა კვაჭაძე ერთ-ერთი ბოლო ადამიანია, ვინც 12 წლის მოზარდი უკანასკნელად ნახა.
12 წლის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ბავშვს დაზიანებები ყელის არეში აღენიშნება.
ბოლო ინფორმაციით ოჯახმა ექსპერტიზის ბიუროს ცხედრის გაკვეთის უფლება არ მისცა.
ამ ეტაპისთვის მედიაში, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გოგონას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსიაა. შესაბამისად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება სავარაუდოდ გადაკვალიფიცირდება.
პალიტრავიდეოს გადამღებმა ჯგუფმა შემთხვევის ადგილზე, გარდაცვალების არაერთი ურთიერთ გამომრიცხავი ვერსია მოისმინა.
გარდაცვალების სრულიად განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს გოგონას ბაბუა. კს სამძებრო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სოციალურ ქსელში საზარელი შემთხვევის დეტალებს იხსენებს.
არასრულწლოვანი 16 მარტს, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. გვიან ღამით კი, რაგბის სტადიონ ლელოდან რამდენიმე მეტრის მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს. არასრულწლოვანი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვერ შეძლო.