loader

რას ამბობს ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა

"ღამის 11 საათი იყო, მე და ჩემი შვილი ვიყავით ძაღლით. ქვემოდან ამოვიდა ეს ბავშვი ჩქარი ნაბიჯებით. მოვიდა, საქანელაზე დაჯდა. ვიფიქრე, რომ ვიღაცას ელოდებოდა..." - ამის შესახებ მაკა კვაჭაძემ "პალიტრავიდეოს" განუცხადა.

ცნობისთვის, დიდ დიღომში გამთენიისას 12 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

არასრულწლოვანი გუშინ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს.