loader

"ამბობენ, სკოლიდან რომ წამოვიდა, ვიღაცა აეკიდაო... მეეზოვეებისგან გავიგე ასე" - ადგილობრივები დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამბობენ, სკოლიდან რომ წამოვიდა, ვიღაცა აეკიდაო... მეეზოვეებისგან გავიგე ასე" - ადგილობრივები დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე

დიდ დიღომში გამთენიისას 12 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

არასრულწლოვანი გუშინ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს.