"ვინ მოიფიქრებდა, რომ "გარაჟის" უკან გადასულიყო და ენახა... ვიღაცას უნახავს, 11 საათზე სეირნობდა მარტო" - რას ამბობენ გარდაცვლილ 12 წლის გოგონაზე ადგილობრივები?
დიდ დიღომში გამთენიისას 12 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს.
გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.
არასრულწლოვანი გუშინ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.