"დავიღუპეთ, ჩემი დის შვილიშვილია... ახლა იმაზე ვართ გადასული, რომ ვიღაცას სულში ვწვდეთ, აღარ აქვს ცხოვრებას აზრი" - რას ამბობს გარდაცვლილი 12 წლის გოგონას ბაბუა
"12 წლის ბავშვი, ჩემი დის შვილიშვილი. დავიღუპეთ. გუშინ საღამოს გამოვიდა მეორე ნათესავთან ერთად და ისეირნეს. არ ვიცი, ახლა კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ რაღაც ვერსიები არისო. ერთი ვერსია არის, რომ მოწამვლა ხომ არ იყო... აღარ აქვს ცხოვრებას აზრი. სხვადასხვა გამომრიცხავ ვარიანტს ამბობენ, ყელზეც ჰქონდაო. კრიმინალისტები მეუბნებიან, რომ არ ჩანს ისე, რომ ვინმემ იძალადაო. მე რომ გავაღვიძე და მოვედი, თბილი იყო და ვერაფერი ვერ ვუშველეთ..." - აცხადებს გარდაცვლილის ბაბუა.
ვიდეო: "რუსთავი 2"