loader

"კოლეჯის წინ ვნახე, მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა, თქვენი ძაღლიაო, რა საყვარელიაო და პეტრიწისკენ წავიდა..." - რას წერენ სოციალურ ქსელში 12 წლის გოგონაზე, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოლეჯის წინ ვნახე, მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა, თქვენი ძაღლიაო, რა საყვარელიაო და პეტრიწისკენ წავიდა..." - რას წერენ სოციალურ ქსელში 12 წლის გოგონაზე, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში გამთენიისას 12 წლის გოგონა გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა.

არასრულწლოვანი გუშინ პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

"კოლეჯის წინ ვნახე, ძაღლს ვასეირნებდი... მოვიდა, საქანელაზე იქანავა, მერე მკითხა, თქვენი ძაღლიაო, რა საყვარელიაო. მადლობა-მეთქი და წავიდა პეტრიწისკენ. მარტო იყო, სადღაც 11-ზე ან 12-ის წუთებზე. ზუსტად ვერ ვიტყვი დროს... თხლად ეცვა, მოკლე შორტები და ბათინკები. არ სცივა-მეთქი, გავიფიქრე...

როცა იპოვეს, უგონოდ იყო. გულის მასაჟები გავუკეთეთ, სანამ სასწრაფო მოვიდოდა, ექიმებმაც ბევრი იწვალეს, მაგრამ...

უდიდესი ტრაგედია მოხდა! ვისაც გააზრებული არ გაქვთ ბოლომდე, კარგად დაფიქრდით, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ამ მდგომარეობაში. არავინ არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ ფაქტი უმძიმესია! კიდევ ერთხელ ვიზიარებ ამ პატარა სიყვარული ადამიანის მწუხარებას. იმედია, უკეთეს სამყაროში განაგრძობ სიცოცხლეს.

იმედია, კამერებით დაადგენენ, რა დამართეს საცოდავ ბავშვს. შვილი ვეღარ გაგვიშვია გარეთ. გული მისკდება, ისეთი წივილ-კივილია.

ბოლო წამამდე მჯეროდა! იქნებ შევხვდე, ჩავიხუტო და მივიყვანო სახლში-მეთქი. ასე არასდროს უღალატია იმედს. წარმოუდგენელია... ვერ ვეგუები, რომ დღეს, ამ საუკუნეში ასე დაგვემართა. არ მინდა ასეთ სამყაროში ვცხოვრობდე, სადაც პატარა ფერიები დაუცველები არიან. გამძლეობა ოჯახს!" - წერენ სოციალურ ქსელში, დიდი დიღმის ჯგუფში.