loader

"რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? - ქურთუკებს ვატრიალებდით, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ" - რას წერს დავით ტურაშვილის ქალიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? - ქურთუკებს ვატრიალებდით, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ" - რას წერს დავით ტურაშვილის ქალიშვილი

მწე­რა­ლი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 7-8 მარტს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო ხე­ლისუფლე­ბა მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ნა­წილ­მა კრი­ტი­კის ქარ-ცე­ცხლში გა­ა­ტა­რა. დათო ტუ­რაშ­ვი­ლის შვი­ლი ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი მა­მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს "ფე­ის­ბუქ­ში" ეხ­მა­უ­რე­ბა.

"შევარდნაძის დროს საღამოობით სადარბაზოსთან გველოდებოდნენ ხოლმე ვიღაც კაცები. ჩასვამდნენ ხოლმე იმ უკუნეთ დროს მამაჩემს მანქანაში და მიჰყავდათ. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს. მე და დედა სახლში ველოდებოდით ხოლმე. ისიც ყოველთვის ბრუნდებოდა.

სააკაშვილის დროსაც მიჰყავდათ ხოლმე ასე, ან ურეკავდნენ, ან მოდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ. იქიდანაც ყოველთვის ბრუნდებოდა. არასოდეს არ მახსოვს, რომელიმე ხელისუფლების შეშინებოდა და ამის გამო გაჩუმებულიყო.

ახლაც ასეა და სასაცილოა, ვინმემ მამაჩემს მოჰკითხოს, რას აკეთებდა რომელიმე წინა ხელისუფლების დროს. არც ახლა ეშინია და ამაში გაზრდილს, ალბათ, ამიტომაც არც მე არასოდეს შემშინებია და არც ახლა მეშინია. სიმართლე და სამშობლოს სიყვარული როცა შენ მხარესაა, არასოდეს გეშინია.

ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება, რადგან ეს უკვე ორჯერ ვნახეთ. რაებით აშავებენ თან, რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული? მამაჩემს ვინც იცნობთ, კი იცით, რომ იარაღის ჭერის აზრზე არაა. და მეორე, რითაც აშავებენ, რომ ყველა ხელისუფლების დროს არხეინად ცხოვრობდაო, ქურთუკებს ვატრიალებდით ხოლმე, რომ ეგებ პურის ფული გვეპოვა შიგნით და ჩემთვის საჭმელი გაეკეთებინათ და როდის ვხეირობდით, იქნებ მეც გამაგებინოთ?კეთილი ხალხის გვერდში დგომით და მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა-პურით ვართ გაზრდილი მეც და ჩემი დებიც და რა ვიცი, აბა, განა არ გვინდოდა, მამაჩემს ერთი-ორი კაპიკი გაეწია და ერთი-ორი უძრავი ქონება მაინც დაეტოვებინა ჩვენთვის, გავაქირავებდით, პურს შევჭამდით, ვიგულავებდით. რა ვიცი, მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა. დათოს სოცქსელები არ აქვს და გთხოვთ, მაქსიმალურად არ მიაწოდოთ ის ამბები, რაც აქ ხდება, ყველაფერი არ იცის და მისი ჯანმრთელობის და ნერვების ამბავი კი იცით. დაგვანებეთ თავი, პლზ, წავლენ ესენიც, ამათი დროც მოვა, ხალხი ბრძენია" - წერს ანა­კო ტუ­რაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".