"რასაც აქ ვხედავ, ძალიან დიდი კატასტროფაა, შევეცდები, დეტალურად გაჩვენოთ ყველაფერი" - კადრები ჩოხატაურიდან, რომლებსაც ემოციების გარეშე ვერ ნახავთ
"რაც აქ ვნახე, კატასტროფაა, ხალხო. მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ისინი ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში ცხოვრობენ. ამ პატარა ქოხში, სადაც ელემენტალური პირობებიც კი არ არსებობს.
საუბრის დროს თქვეს, რომ ხშირად მხოლოდ პურის ჭამა უწევთ. საკმარისია ჩაიხედო მათ თვალებში, უდიდეს ტკივილს და იმედგაცრუებას დაინახავთ. ჩვენ კი შეგვიძლია ცოტათი მაინც გავუხალისოთ ყოველდღიურობა...
მამა შრომისუუნაროა, დედა სოციალური დასაქმების პროგრამაშია და ძალიან მცირედი აქვს შემოსავალი. თხოვნაა ყველას მიმართ, რომ რისი საშუალებაც გაქვთ, დაეხმაროთ ამ პატარებს - ტანსაცმლით, საკვებით, საყოფაცხოვრებო ნივთებით.
თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია:
TBc-ის ბანკის ანგარიშზე: GE67TB7320445061100050.
საქართველოს ბანკის ანგარიშზე: GE49BG0000000855547300GEL
პირადი ნომერი: 46001003202
მიმღები: გურამ ყაჭეიშვილი.
მადლობას გიხდით გულისხმიერებისთვის. ერთად ვაკეთოთ სიკეთე" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გაგა ყაჭეიშვილი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.