loader

"მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის, ქუჩის აქციებს ნახავთ" - ვანო მერაბიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს, მათ შორის, ქუჩის აქციებს ნახავთ" - ვანო მერაბიშვილი

საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი ორჯერ მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ოპოზიციური პარტიის რეიტინგი ერთად, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა.

მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და პარტია მნიშვნელოვნად გააქტიურდა.

"საქართველოში ძალიან ბევრი აქცია მიმდინარეობს, ხდება პარტიის აღდგენა, რადგან ბევრი წლის განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობდნენ არა მხოლოდ იმას, რომ არ გაეპროტესტებინათ რამე, არამედ ზოგჯერ ისინი იმასაც კი ცდილობდნენ, რომ სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციები არ განევითარებინათ, რბილად რომ ვთქვათ. ახლა ყველაფერი შეიცვალა და იმედი მაქვს, მომდევნო თვეებში თქვენ უფრო რეალურ პროცესს ნახავთ, მათ შორის ქუჩის აქციებს“, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.