"კვარაცხელიას და დვალიშვილის გვერდზე რომ მოგიაზრებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?!" - რას ამბობს დოდონა ნამორაძე ბერძნულ "ვოისში" წარმატების შემდეგ
ქართველი მომღერალი დოდონა ნამორაძე, რომელიც ბერძნულ „ვოისში“ იღებდა მონაწილეობას, სამწუხაროდ, პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა თუმცა, მეორე ადგილი დაიკავა და ფინალში შესანიშნავად იმღერა.
ის ჟიურის და მსმენელის წინაშე სიმღერით I put a spell on you წარდგა.
დოდონა ნამორაძე ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.
მომღერალი ამბობს, რომ ქართველებისგან ძალიან დიდი სიყვარული მიიღო:
„დამბურძგლა! ასეთი სიყვარული საოცრებაა. კვარაცხელიას და დვალიშვილის გვერდზე რომ მოგიაზრებენ, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?! მიმიღწევია იმისთვის, რისთვისაც ღირს ცხოვრება. რასაც გავცემ ჩემი ქვეყნის სიყვარულში, ის რომ მიბრუნდება, ამაზე მაგარი რა უნდა იყოს?“,- ამბობს მომღერალი.
წყარო: "სარკე"