loader

"მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში; რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე" - გიორგი კეკელიძე ემოციური პოსტს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში; რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე" - გიორგი კეკელიძე ემოციური პოსტს აქვეყნებს

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"მამაჩემი არასდროს ყოფილა უცხო ქვეყანაში. როცა ცოცხალი იყო, სულ გადავდე და ვერასდროს მოვახერხე სადმე წამეყვანა. რაც გარდაიცვალა, თან დამაქვს მისი სურათი და ყველა აეროპორტში შებიჯებისას სხვებისგან უჩუმრად ჯიბიდან ვიღებ და ერთად გადავდივართ საზღვარზე. რას ცვლის ეს საქმე? ვერც ვერაფერს. უბრალოდ სინდისს ატყუებს. ახლა დავხედე და ძალიან გაცვეთილა სურათი. მთელი რვა წელი გასულა. მთელი რვა წელი. დავხედე და რატომღაც თქვენთვისაც მომინდა მეთქვა", - გიორგი კეკელიძე.