"რამდენიმე წუთის წინ სასწაული მოხდა, თვალები გაახილა და მოითხოვა, რომ..." - ახალი ამბავი 3 წლის დანიელზე, რომელიც ბათუმში, ბატუტზე მძიმედ დაშავდა
ეს 9 წლის დავითის უკანასკნელი კადრებია. მოზარდი ბათუმის ბულვარში ბატუტზე 3 წლის ძმასთან, დანიელთან ერთად თამაშობდა. როცა მოულოდნელად, ამინდი შეიცვალა, ძლიერი ქარმა ბატუტი დააზიანა და ბატუტზე მყოფი ძმები მძიმედ დაშავდნენ. 9 წლის დავითი კლინიკაში გარდაიცვალა. მისი 3 წლის ძმა კი ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაშია. ის მშობლებმა სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ 3 წლის დანიელმა თვალები გაახილა და დედა მოითხოვა.
მომხდარის დეტალებზე "პალიტრავიდეო" ოჯახის ახლობელს, შოთო სიხარულიძეს დაუკავშირდა.
ბავშვების დედა უკრაინელია, მამა კი - ქართველი. ოჯახი საქართველოში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.
მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. მას გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება.