loader

"ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია..." - რას წერს დედა სიდონია საპატრიარქოს შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია..." - რას წერს დედა სიდონია საპატრიარქოს შესახებ?

"ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ჩვენი საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით..." - ამის შესახებ დედა სიდონია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ის ყოველთვის და ყველგან იდგება, სადაც ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა დგას.

"ხმამაღლა ვაცხადებ, მე, მონაზონი სიდონია, ვიდგები ყოველთვის და ყველგან იქ, სადაც იდგება ჩვენი ღირსეული, პროევროპული და საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი ახალგაზრდობა!

არ შემშინებია!

არ მეშინია!

არ შემეშინდება!

დიდება ევროპულ საქართველოს!" - წერს დედა სიდონია.