ვრცელდება კადრები რიკოთიდან, სადაც გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს და მეწყერი ჩამოწვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს კადრებს რიკოთიდან, სადაც 2 დღის წინს მეწყერი ჩამოწვა.
"აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის შემადგენელი, რიკოთის საუღელტეხილო გზის უბისა-შორაპნის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყრულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებული (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია უბისა-შორაპნის მონაკვეთზე. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. რაც შეეხება მშენებელ კომპანიასთან ანგარიშსწორებას, ანაზღაურება მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ" - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.