loader

"მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა" - გიორგი კეკელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარო მაყაშვილის სახელობის პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე წერს, რომ აქციაზე, წყლის ჭავლზე მოცეკვავე გოგონა წითელი შარვლით, სალომე კენჭიაშვილი, გურული დღიურების ფონდიდან მარო მაყაშვილის სახელობის სტიპენდიას მიიღებს:

"გურული დღიურების ფონდი აფუძნებს ახალ სტიპენდიას, რომელიც მარო მაყაშვილის სახელობის იქნება. პირველ სტიპენდიას მიიღებს სალომე კენჭიაშვილი, გოგო, რომელიც აქციის დაშლისას წყლის ჭავლზე ცეკვავდა - ტაეკვანდოს ოსტატი და კარგი მოსწავლე. ეს იქნება ჩემი მოკრძალებული თანაგანცდის ნაბიჯი მისი თაობის მიმართ და იგულისხმებს ერთი წლის მანძილზე გარკვეულ წახალისებას სწავლის მიმართულებით", - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.