"ევროკავშირის დროშის წარმოშობის წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქანდაკება" - რას წერს მამა იერონიმე ევროკავშირის დროშაზე
მამა იერონიმე დღეს, "ალტ-ინფოს" აქტივისტების მიერ, საქართველოს პარლამენტში წინ ევროკავშირის დროში დაწვას ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო ღვთისმშობელის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი.
"ევროკავშირის დროშის წარმოშობის რელიგიური წყარო არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დასავლური ტრადიციით შესრულებული ქანდაკება, სადაც ქალწულ მარიამს თავზე შარავანდედი 12 ვარსკვლავით აქვს მოსილი.
მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის დროშის შემქმნელი გახლავთ სტრასბურგელი დიზაინერი არსენ ჰეიცი, რომელმაც თქვა რომ ამ დროშის შექმნისას მისი შთაგონების წყარო სწორედ სტრასბურგის კათედრალში (ნოტრ-დამი) არსებული მარადისქალწული მარიამის ქანდაკება იყო." - წერს მამა იერონიმე