"მე ჩემი საქმე გავაკეთე, გულში რაც მქონდა, ისიც ვთქვი იქვე; თუ გინდათ, ჩემი მშობლები მოიკითხეთ ვანში და მათთან ჩაწერეთ რამე" - მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებს მიმართავს
მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტებს მიმართავს და წერს:
"ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდება საქართველოდან ინტერვიუსთვის… დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ მე ჩემი საქმე გავაკეთე. გულში რაც მქონდა, ისიც ვთქვი იქვე და პრესკონფერენციაზე. ჩემი ისტორიაც და განვლილი გზაც ცნობილია… ბოდიში, მაგრამ ზედმეტად მომაჩნია ამ ყველაფერზე ყველა ჟურნალისტთან თავიდან საუბარი, თან, როცა ეხლა სხვა გადადებული საყოფაცხოვრებო ჩემი პირადი საქმეები დამიგროვდა. ამიტომ გული რომ არავის დაწყდეს, ვერავისთან ვერ ჩავწერ… თუ გინდათ, ჩემი მშობლები მოიკითხეთ ვანში და მათთან ჩაწერეთ რამე", - წერს მერაბ დვალიშვილი.