loader

"არ მჯერა, ღმერთო, ეს ხომ შეიძლება ვინმეს მოხვედროდა და ახლა რომელიმე მკვდარი ვიყოთ აქ..." - რა კადრები ვრცელდება "ჭავჭავაძის ცენტრის" ოფისიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ მჯერა, ღმერთო, ეს ხომ შეიძლება ვინმეს მოხვედროდა და ახლა რომელიმე მკვდარი ვიყოთ აქ..." - რა კადრები ვრცელდება "ჭავჭავაძის ცენტრის" ოფისიდან?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

როგორც ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოფისში ქვაც შეაგდეს.

"არანაირი "ალტ-ინფო", ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის", - წერს ბიბილაშვილი.

ცნობისთვის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა ჯერ მსვლელობა გამართეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

ვიდეო მოგვაწოდა ზაზა ბიბილაშვილმა.