loader

"ხელი აქვს დასისხლიანებული! კლავდნენ, ფაქტობრივად... ყველაფერი გადაღებულია, კარგად ჩანს, ვინ ისვრის" - რას წერს "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელი აქვს დასისხლიანებული! კლავდნენ, ფაქტობრივად... ყველაფერი გადაღებულია, კარგად ჩანს, ვინ ისვრის" - რას წერს "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი?

არასამთავრობო ორგანიზაციის, „ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებლის, ზაზა ბიბილაშვილის ინფორმაციით, „ალტ-ინფოს“ წევრებმა მათ ოფისს სხვადასხვა საგანი ესროლეს.

როგორც ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოფისში ქვაც შეაგდეს.

"არანაირი "ალტ-ინფო", ეს რუსული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციაა, რომელიც გზად ყველაფერს არბევს და რომელსაც პოლიცია მაქსიმალურ კომფორტს უქმნის.

ეს ქვა რამდენიმე წუთის წინ შემოვარდა ჩვენს ოფისში. თავში ხვდებოდა თანამშრომელს, ხელი აიფარა, ხელი აქვს დასისხლიანებული. კლავდნენ, ფაქტობრივად. ყველაფერი გადაღებულია. კარგად ჩანს, ვინ ისვრის", - წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

335453747-678965430895981-6862126268381377617-n-1678791530.jpg

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე „ალტ-ინფოს“ აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.

აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავიანთი სახელი"; ასევე, 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, გადატრიალებას აორგანიზებდა.