ვინ არიან ქართველები, რომლებიც საქართველოში მუსიკალურ კონკურსებში ჟიურის წევრებმა უარყოფითად შეაფასეს, თუმცა წლების შემდეგ წარმატებას უცხოეთში მიაღწიეს
წლების წინ ნათია თოდუა ერთ-ერთ ქართულ კონკურსში იღებდა მონაწილეობას, რომელიც ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა უარყოფითად შეაფასა. წლების შემდეგ კი ნათია თოდუა გერმანული "ვოისის" გამარჯვებული გახდა.
კიდევ ერთი კონკურსანტი, რომელიც ქართულ შოუში დაიწუნეს, თათია კობალაძეა. წლების შემდეგ თათიამ ბევრ უცხოურ მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ამჟამად კი ამერიკულ "ნიჭიერში" იღებს მონაწილეობას.