რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც "ალტ-ინფოს" წევრები იმყოფებიან?
პარლამენტთან მიმდინარე "ალტ-ინფოს" აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
აქციის ორგანიზატორებმა 3 მოთხოვნა დააყენეს. ისინი ითხოვენ: ჩატარდეს რეფერენდუმი და „აგენტებს დაერქვათ თავიანთი სახელი"; ასევე, 5 ივლისს დაკავებულები გათავისუფლდნენ და „სამაგალითოდ დაისაჯონ“ ისინი, ვინც მათი თქმით, გადატრიალებას აორგანიზებდა.
ვიდეო: მარიამ ნიკურაძე