"ამით მტკიცდება, რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს! კიდევ?!" - რას წერს ბექა ოდიშარიას მეუღლე
სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია, რაც ვრცელდება ინფორმაცია "ქართული ოცნების" დეპუტატების შესახებ, რომელთა შვილებიც უცხოეთში დაიბადნენ. აღნიშნულს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მეუღლე მაკუნა გამცემლიძე გამოეხმაურა.
"ვის ვინ ეკითხება, მე სად გავაჩინე ჩემი მანანიკო?!
თუ ვმალავდი და ამომიქექეს? ამით მტკიცდება, რომ ამერიკა მირჩევნია რუსეთს! კიდევ?! ჩემი აზრით, ძალიან დიდი სირცხვილია პატარა ბავშვებზე ინფორმაციების კედლებზე ფრიალი!!!“ - წერს მაკუნა გამცემლიძე.