"ბიძინამ ახლა ეს ცოდვები უნდა აჰკიდოს ირაკლებს და მერე "ჩარეცხავს" - რას ამბობს გია ხუხაშვილი "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებსა და ვიქტორ ყიფიანის შესაძლო პრემიერობის შესახებ?
ვიქტორ ყიფიანი, ფაქტობრივად, არის სარეზერვო პროექტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.