"მომიტინგეები სპეცრაზმზე ძალადობდნენ, "ნაცმოძრაობა" მოძალადე მომიტინგეების უკან იდგა" - ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების კანონპროექტების შესახებ ბრიფინგი გამართა
"2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან"- ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.