loader

"გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები - არც ვიცი, რა დავწერო! მადლობა, "საქართველო"? - თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს - რას წერს მისი ქალიშვილი, რომელიც ვანდალიზმის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები - არც ვიცი, რა დავწერო! მადლობა, "საქართველო"? - თემურ წიკლაურის საფლავი დააზიანეს - რას წერს მისი ქალიშვილი, რომელიც ვანდალიზმის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს

ქეთევან წიკლაური მამის, თემურ წიკლაურის დაზიანებული საფლავის ფოტოებს აქვეყნებს. თემურის საფლავი კოჯორშია.

როგორც მომღერალი ფეისბუქზე წერს, მას მეგობარმა მიაწოდა დაზიანებული პატარა სკულპტურის ფოტოები.

"გრძელდება ვანდალიზმი და მხეცების გამოსვლები. კიდევ ერთხელ გააფუჭეს მამას სასაფლაოს ძეგლი, პოლიურეთანის სკულპტურა.შარშან დედამიწა ამოგლიჯეს ხელებიდან, საქმეც კი აღიძრა მაშინ...ახლა კი ეს! მეგობარმა გამომიგზავნა სურათი, მე არ ავსულვარ დიდი ხანია, ვირუსი მაქვს, სახლში ვარ ერთი კვირაა უკვე...იცით, არც ვიცი, რა დავწერო! მადლობა, "საქართველო"?... არა, ყველაფერი ზედმეტია.სიტყვები უძლურია", - წერს ქეთი წიკლაური.