რა ხდება ამ წუთებში ბათუმში - პირველი კადრები ადგილიდან
ხანძარია ბათუმში. ე.წ. ჭაობის დასახლებაში ცეცხლი კერძო სახლში გაჩნდა. დამწვარია რამდენიმე სახლი. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ვიდეო: "ბათუმელები"