“ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ... ძვლები იშლება, ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს“ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Sky News-თან საუბრისას აცხადებს, რომ მას პოლიორგანული უკმარისობა ემუქრება.
გამოცემა იუწყება, რომ საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს კითხვები მისი ადვოკატის მეშვეობით გადასცეს და ხელნაწერი პასუხები მიიღეს.
კითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, სააკაშვილმა უპასუხა: „თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ. თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა. „სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”, - დასძინა მან.