კადრები “ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიიდან, სადაც ნავალნის ცოლ- შვილს მთავარი ჯილდო გადაეცა
კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის შესახებ გადაღებულ CNN-ის დოკუმენტურ ფილმს "ნავალნი" ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო „ოსკარი“ გადაეცა.
ფილმში, რომლის რეჟისორი კანადელი დენიელ როჰერია, საუბარია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პოლიტიკურ აღზევებაზე, მოწამვლის გზით მისი მკვლელობის მცდელობასა და პატიმრობაზე.
„ნავალნის" პრემიერა „სანდენსის“ კინოფესტივალზე 2022 წლის იანვარში შედგა. თებერვალში პროექტმა მოიპოვა BAFTA-ს ჯილდო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.