loader

უმძიმესი ამბავი ბათუმიდან - ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ამბავი ბათუმიდან - ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ, 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა

10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. დაშავებული მცირეწლოვნები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.