loader

"მოდი ვიტყვი პირდაპირ, არ მეშინია ამის თქმის" - რას ჰყვება ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდი ვიტყვი პირდაპირ, არ მეშინია ამის თქმის" - რას ჰყვება ქალი, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა

ე.წ აგენ­ტე­ბის კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ პარ­ლა­მენ­ტთან 7-8 მარტს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ იქცა ქალი, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შას სპეც­რაზ­მი­სა და წყლის ჭავ­ლის წინ აფ­რი­ა­ლებ­და. ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის უშიშ­რად მებ­რძო­ლი ქა­ლის ვი­დე­ომ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მსოფ­ლიო მო­ი­ა­რა. მის ფო­ტოს აზი­ა­რებ­დნენ, რო­გორც ქარ­თვე­ლი ისე უცხო­ე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

რო­გორც გა­ირ­კვა კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ქალი ნანა მა­ლაშ­ხი­აა. ის ინ­გლი­სუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლია. ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ლაშ­ხია მე­დი­ას­თან გა­მო­ჩე­ნის­გან თავს იკა­ვებ­და.

პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მან "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას"ის­ცა და 7 მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი გა­იხ­სე­ნა:

- მე ვარ ქალი დრო­შით, ნანა მა­ლაშ­ხია, 47 წლის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დღე იყო, სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ მე­უღ­ლეს გავ­ყე­ვი ექიმ­თან და მო­საც­დელ­ში ჩავ­რთეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით და ვნა­ხე აქ­ცია. და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო და ორი­ვემ ერ­თად გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აქე­დან მივ­დი­ვართ აქ­ცი­ა­ზე და ასე აღ­მოვ­ჩნდით იქ. ზუს­ტად პარ­ლა­მენ­ტის შუა ნა­წილ­ში, ქუ­ჩა­ში იჯდა ხან­ში­შე­სუ­ლი ქალი, რო­მე­ლიც ყიდ­და დრო­შას, მზე­სუმ­ზი­რას, ტკბი­ლე­ულს. ერ­თა­დერ­თი ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შა იყო და გა­დავ­წყვი­ტეთ შეგ­ვე­ძი­ნა.

აქ­ცია იყო მშვი­დო­ბი­ა­ნი, არა­ნა­ი­რი ზედ­მე­ტი არ მი­ნა­ხავს. მეს­მო­და ქა­ლის ხმა, სა­ზა­რე­ლი სი­ტყვე­ბი, გთხოვთ და­ი­შა­ლოთ, თო­რემ თქვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ზო­მე­ბი. ვი­ყა­ვი აღ­შფო­თე­ბუ­ლი, გაბ­რა­ზე­ბუ­ლი, აზ­რის გა­მო­ხატ­ვის შე­ზღუდ­ვად მი­ვიჩ­ნევ­დი ამას. ვნა­ხე რომ ჩი­ტა­ძის­კენ და­იძ­რა ხალ­ხი და იყო ჩოჩ­ქო­ლი. რო­ბო­კო­პე­ბი იდ­გნენ და წყლის ჭავ­ლის მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც წყალს ას­ხამ­და.

ვერ გე­ტყვით, რო­გორ აღ­მოვ­ჩნდი იქ, ვხე­დავ­დი წყლის ჭავლს და და­ვი­ძა­რი იქით. ეს იყო სიბ­რა­ზე. მო­დით ვი­ტყვი პირ­და­პირ, არ შემეშინდება ამის თქმის, ეს იყო კონ­სტი­ტუ­ცი­ის თავ­ზე გა­და­ხე­ვა. სა­ბო­ტა­ჟი, იმ დროს, რო­დე­საც შე­მოდ­გო­მა­ზე უნდა გა­ნი­ხი­ლონ ჩვე­ნი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სა­კი­თხი. არა­ნა­ი­რი ში­შის გრძნო­ბა არ მქონ­და, არც ახლა. გა­ვი­გე, რომ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლემ თვა­ლი და­კარ­გა. ერთი წა­მით გა­ვი­ფიქ­რე, რომ მსგავ­სი რამ შე­იძ­ლე­ბა მეც შემ­თხვე­ო­და და სა­ერ­თოდ არ გა­მაჩ­ნია ში­შის გრძნო­ბა.

მინ­და მო­ვი­კი­თხო, ის ბი­ჭე­ბი, რო­გორ არი­ან. მეც დავ­ზა­რალ­დი, მაქვს ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი, ჰე­მა­ტო­მე­ბი. ვიცი რას ნიშ­ნავს ჭავლში მოხ­ვედ­რა, მათ უფრო მეტი მოხ­ვდე­ბო­დათ. წი­თელ­ქუ­დი­ან ბიჭს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა. დიდი ბო­დი­ში მათ და წა­მის მე­ა­თასედ­ში მქონ­და პრო­ტეს­ტის შეგ­რძნე­ბა, რა­ტომ მა­კა­ვე­ბენ, რა­ტომ მიდ­გე­ბი­ან. მინ­დო­და უფრო წინ წას­ვლა.

წყლის ჭავლმა თა­ვის ქნა და იმ ბი­ჭე­ბის მონ­დო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და­ვე­ცი, მაგ­რამ დრო­შა არ და­ცე­მუ­ლა. უცებ გა­მო­მარ­თვეს, წა­მო­მა­ყე­ნეს და ააფ­რი­ა­ლეს. მე არ ვიცი, დღეს ის დრო­შა ვის აქვს, გარ­და­მა­ვა­ლი დრო­შაა, ვფიქ­რობ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხელ­შია. იყო კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა რომ სჭე­რო­და ხელ­შიო, მე სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაც ბევ­რჯერ მჭე­რია ხელ­ში. 2014 წელს ვი­ყა­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად კი­ევ­ში, ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ზუს­ტად მა­შინ იყო მა­ი­და­ნის აქ­ცი­ე­ბი, ისე­თი მომ­ნუს­ხვე­ლი ძალა ჰქონ­და. იდე­უ­რად, ში­ნა­გა­ნა­დაც იქ ვი­ყა­ვი. მე­უღ­ლემ კად­რი გა­და­ი­ღო რომ წინა რი­გებ­ში გა­ვი­ჭე­რი და ქარ­თულ დრო­შას ვაფ­რი­ა­ლებ.

იმ მიზ­ნით არ ვყო­ფილ­ვარ ჩა­სუ­ლი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ რომ იქ ვი­ყა­ვი. ჯენ­ზი­საც ეძა­ხი­ან ხომ ახალ­გაზ­რდებს, ჩემ­თვის ახა­ლი ტერ­მი­ნია. ჩემ­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ფაქ­ტი იყო მათი იქ ყოფ­ნის აღ­მო­ჩე­ნა.

ხოლო წი­თელ­შარ­ვლი­ა­ნი გო­გოს ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ეს არის ახა­ლი თა­ო­ბა. ჩემ­გან გმი­რის შექ­მნის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი და ვი­მა­ლე­ბო­დი ეს დღე­ე­ბი. ნამ­დვი­ლად არ ვფიქ­რობ, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­მა­მა­ცე ვაჩ­ვე­ნე. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცია იყო გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ევ­რო­პა არის ჩვენ­თვის ამ თავ­დაც­ვის ფარი. ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის. ვე­ლო­დი მათ და მო­ვიდ­ნენ სა­ბედ­ნი­ე­როდ. თვა­ლე­ბის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ში, ჩემი დრო­შის ქნე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბა­ში, იგ­რძნო­ბა ჩემი ასა­კი. საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნის.

წყარო: "რადიო თავისუფლება"