"ექსპერიმენტივით ჩავატარე, ჩავწერე ვიდეო, რომელიც "ტიკ-ტოკზე" დავდე და იმხელა გამოხმაურება მოჰყვა..." - ვინ არის ქართველი ექიმი, რომელიც ტაბუდადებულ თემებზე ღიად საუბრობს
რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ერთ-ერთი პირველია ქართველ ექიმებს შორის, რომელიც "ტიკ-ტოკის" პლატფორმაზე გამოჩნდა. ექიმი "პალიტრავიდეოსთან" საუბარში ამბობს, რომ იდეა კოვიდპანდემიის დროს გაუჩნდა, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძოდა და სახლიდან გასვლა არ შეეძლო.
სამედიცინო-საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნა გამოუვიდა, რადგან საუბარი დაიწყო ისეთ ტაბუირებულ თემებზე, როგორიცაა სქესობრივი განათლება და მისი "ტიკ-ტოკის" პროფილი ამჟამად 148 ათასზე მეტ გამომწერს ითვლის... პოსტებზე კი მილიონზე მეტი მოწონება აქვს...