loader

"ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ" - მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

"ამ თაობამ არ იცის, თუ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ქრთამით მოწყობა. მათ უკვე პირველ კლასში ყველას დავურიგეთ კომპიუტერები და თითქმის ყველა სკოლაში. შევიყვანეთ ამერიკელი მასწავლებელი და დავავიწყეთ რუსული" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმითვე, ამ დღეებში გამოვლინდა მთავარი რამ, რომ ქართველების გენეტიკური კოდი თავისუფლებისმოყვარეობაა.

"სკოლებში მანდატურებმა შეიტანეს უსაფრთხოება. მოკლედ, გატარდა თანასწორობის გარემოს შექმნის პოლიტიკა. ამავე თაობამ ნახა ხელისუფლების არჩევნებით ცვლილება.

ამ დღეებში ამ ყველაფრის მონაპოვარი მიიღო საქართველომ. გარდა ამისა, ამ ყველაფერში გამოვლინდა მთავარი რამ, ჩვენი გენეტიკური კოდი თავისუფლებისმოყვარეობის. მინდა ვთქვა, რომ ბელორუსებზე ბევრად მაგრად იბრძოდნენ ბარიკადებზე და მთელ რიგ ელემენტებში უკრაინელებსაც აჯობეს. მართლა საამაყოები ხართ!

P.S მიხარია, რომ ნიკუშა და ალისაც იყვნენ ყველა მიტინგზე - ალისამ მიტინგი, როგორც ზეიმი, ისე აღიქვა" - წერს სააკაშვილი.