“რა რჯიდათ, რატომ აუტეხეს თავსაც და სხვებსაც ეს დავიდარაბა?“ - ელისაშვილი ე.წ. აგენტების კანონის ჩაგდებას ეხმაურება
“რა რჯიდათ, რა უნდოდათ, რატომ აუტეხეს თავსაც და სხვებსაც ეს დავიდარაბა?
გეგონება, სხვა პრობლემა არ გვქონოდა, სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს ხალხს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ დღევანდელივით გაიმარჯვებს საქართველოს ინტერესი ყოველთვის!
საქართველო აღარ იქნება რუსეთი!
საქართველოს სახელმწიფო გახდება ევროპის ნაწილი!“ - წერს ალექსანდრე ელისაშვილი.