„შეგეწერათ, ყაველებო“? - ანა წითლიძე უმრავლესობის დეპუტატებს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებს სხდომათა დარბაზთან ბანერით - „შეგეწერათ, ყაველებო?" დახვდა.
წითლიძე სკანდირებდა: "შეგეწერათ"?
აღნიშნულზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ წითლიძეს შემდეგნაირად მიმართა: "უზრდელი ხარ".
ამასთან, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ევროკავშირის დროშა მიიტანეს და მთავარ ტრიბუნას სიმბოლურად გადააფარეს. დეპუტატებმა ასევე გაშალეს საქართველოს დროშა.