"კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის შეურაცხყოფა! ყველა დამნაშავე დაისჯება" - ბრიფინგი შსს-ში
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა, გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.