loader

“13 წლის ვიყავი, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვიწექი - მამაჩემი გორში, რესტორანში მღეროდა...“ - აქამდე უცნობი ისტორია, რომელსაც გიორგი სუხიტაშვილი იხსენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“13 წლის ვიყავი, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვიწექი - მამაჩემი გორში, რესტორანში მღეროდა...“ - აქამდე უცნობი ისტორია, რომელსაც გიორგი სუხიტაშვილი იხსენებს

“მამი, ბოდიში, რომ ვერ მოვიცალე იმისთვის, რომ მომელოცა შენი დაბადების დღე! მიყვარხარ ძალიან ბევრი რამის გამო. შენგან ბევრი რამე ვისწავლე, შენც არ იცი, იმდენი. მადლობა სიცოცხლის ჩუქებისთვის, მადლობა ბევრი ბრძოლისთვის.

ერთი პატარა ისტორია უნდა გაგიზიაროთ.

დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როცა სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს, ოპერაცია გამიკეთეს და თბილისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში ვიწექი. მამაჩემი გორში, რესტორანში მღეროდა. ყოველ დილით ჩამოდიოდა, მეხუმრებოდა, მელაპარაკებოდა, თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და მერე ასე გულდამძიმებული და განადგურებული მიდიოდა და რესტორანში მღეროდა იმისთვის, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა.

მამი, მიყვარხარ და ბოდიში, თუ რამე ისე ვერ გითხარი და ვერ გავაკეთე. ყველაფერი წინ არის.

გილოცავ, მამაჯანა“ - ულოცავს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი მამას დაბადების დღეს.