"უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი" - რას წერს არჩილ თალაკვაძის მეუღლე გავრცელებულ ფოტოზე, იყო თუ არა პოლიტიკოსის შვილი აქციაზე?
"მაპატიე ელი, შენი თაობა იმსახურებს დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას..." - ამ წარწერით გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში აქციაზე გადაღებული გოგონას ფოტო "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მეუღლემ ქეთევან ბუბუტეიშვილმა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ფოტოზე ასახული გოგონა თალაკვაძის შვილია.
მოგვიანებით ბუბუტეიშვილმა ფოტო წაშალა და დაწერა, რომ ფოტოზე ასახული გოგონა მათი შვილი არ არის.
"მე და ჩვენი ოჯახი, ჩემი მეუღლის, მისი მეგობრების და ჩვენი ქვეყნის გვერდით ვდგავართ სიყვარულით და ერთგულებით!
შვილებზე შეტევას და ბულინგს მოეშვით, მიუღებელია და სიმდაბლეა. სწორედ ეს არაჯანსაღი რეაქციები იყო საკუთარი შვილისთვის მობოდიშების და შესაბამისი სტატუსის დადების საფუძველი. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი შვილის ფოტო არ არის, რასაც აზიარებთ! ისიც უნდა გესმოდეთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს ჩემი შვილი და სხვისი შვილი - მშვიდობა, უსაფრთხოება და საუკეთესო მომავალი ყველასთვის გვინდა და აქ რომელიმე მისი თანატოლის გამორჩევა შეუძლებელია!
მჯერა, რომ "ქართული ოცნება" ასრულდება და საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ჩვენი შვილები აგრესიისგან და ზიზღისგან თავისუფალ ქვეყანაში იცხოვრებენ!" - წერს ქეთევან ბუბუტეიშვილი.