"ეს იქნება პროცესის დასასრული, სხვა შემთხვევაში კანონპროექტის უკან გაწვევა არ ხდება" - იურისტის განამრტება
ორ დღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების, დემონსტანტების დარვების, 133 ადამიანის დაკავებისა და პროტესტის ძლიერი ტალღის შემდეგ. საპარლამენტო უმრავლესობა, ე.წ. აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროქეტს უკან გაიწვევს.
“უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი” ნათქვამია განცხადებაში.
რას ნიშნავს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გაწვევა? და რა იურიდიული ძალა აქვს მას ?
როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს პარლამენტის რეგლამენტი, პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის ამ წესს არ ითვალისწინებს.
იურისტი ვარაუდობს, რომ ეს განცხადება დროის მოგების ერთ-ერთი მეთოდია, არა პროცესის რეალური დასასრული. რადგან განცხადებაში საუბარია სახალხო განხილვებზე, სადაც მოსახლეობას კანონის მნიშველობას უკეთ გააცნობენ.
იურისტის განმართებით, საუბარია ე.წ რუსულ კანონზე, რომელსაც 7 მარტს პარლამენტში დეპუტატების ნაწილმა მხარი დაუჭირა. ეს არ ეხება, მეორე კანონ პროექტს, რომელიც საზოგადოება ამერიკული კანონის სახელით იცნობს, რადგან მისთვის პარლამენტში კენჭი არ უყრიათ.
კითხვები კვლავ ბევრია, დასკვნის გაკეთება ახლა რთულია, საბოლოო სიტყვა ისევ ქართულ ოცნებაზეა .