„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე პარტიის ლიდერები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებსა და მათთან მიმართებით ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიაში ბრიფინგი გაიმართება.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიონ მათ მიერ მხარდაჭერილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი. ამასთან, სამოქალაქო აქტივისტების გადაწყვეტილებით, დღეს, 19:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აღნიშნული კანონპროექტების საპროტესტოდ თბილისსა და სხვა ქალაქებში 7-8 მარტს აქციები იმართებოდა. შსს-ს მომიტინგეების დასაშლელად არაერთხელ მოუწია წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება.