"დღეს აუცილებლად გაიმართება აქცია, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ნდობა არ გვაქვს" - ცოტნე კობერიძე
"დღეს აუცილებლად გაიმართება აქცია, იმიტომ, რომ "ქართული ოცნების" ნდობა არ გვაქვს" - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა ცოტნე კობერიძემ განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს.